ლევან იზორია - მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ამავდროულად დავიცვათ კანონი

ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ამავდროულად დავიცვათ კანონი, უფლებამოსილების განხორციელების ჭრილში,რაც ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, სადაც 19 წლის ბიჭი დაიჭრა.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მინისტრმა აღნიშნა, მისი თანამდებობიდან გამომდინარე საქმის შეფასებას არ გააკეთებს, ვინაიდან აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სუს-მა 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა