ქობულეთში ციტრუსის ფესტივალი გაიმართა

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ქ. ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე ციტრუსის ფესტივალი 2017 გაიმართა.

აჭარი მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის სოფლის მეურნეობისა და „აგროსერვის ცენტრის" ორგანიზებით გამართულ ციტრუსის ფესტივალში მონაწილეობა მიიღო რეგიონში მოქმედმა 40-მდე კომპანიამ და ფერმერმა. მონაწილე კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია ფართო მომხმარებლებს გააცნეს.

ფესტივალი გამოირჩეოდა ხალხმრავლობით. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ციტრუსის ნაყოფისგან შექმნილმა გიგანტურმა ფიგურებმა, რომლებიც აჭარისთვის დამახასიათებელ სიმბოლოებს გამოსახავდნენ.

ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე, აჭარის მთავრობის წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ციტრუსის ფესტივალზე დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი და ახალგაზრდა მეციტრუსე ფერმერები, ასევე, გამოვლინდნენ საუკეთესო ციტრუსის ბაღების მფლობელები ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. მოეწყო გასართობი და სპორტული თამაშები.

დასკვნით ნაწილში საზეიმო განწყობა შექმნეს ანსამბლებმა „მაჭახელა“ და „მხედრული“. ზურაბ პატარაძემ ასევე დაათვალიერა საახალწლოდ მორთული ქობულეთის ცენტრალური მოედანი და ქობულეთის მერისგან მოისმინა ინფორმაცია დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების შესახებ.

25 დეკემბრიდან ქობულეთში ყოველდღიურად იმართება საბავშვო-გასართობი ღონისძიებები. 31 დეკემბერს ღამით კი გაიმართება საახალწლო კონცერტი ნინი ბადურაშვილისა და თაკო გაჩეჩილაძის მონაწილეობით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო