„როსტეხი“ - თურქეთი ნატოს პირველი ქვეყანაა, რომელიც რუსეთისგან „С-400“-ს შეიძენს

თურქეთი ნატოს წევრი პირველი ქვეყანაა, რომელიც რუსეთისგან 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ოთხ „С-400“-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საზენიტო სარაკეტო სისტემას შეიძენს. ამის შესახებ სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი ჩემეზოვმა განაცხადა.

„თურქეთისთვის სისტემის მიწოდება 2020 წლისთვის მოხდება. თურქეთისა და რუსეთის ფინანსთა სამინისტროებმა უკვე დაასრულეს მოლაპარაკებები, დარჩენილია საფინალო დოკუმენტები“, - აღნიშნა ჩემეზოვმა.

12 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარამ მოსკოვთან გააფორმა შეთანხმება აღნიშნული საზენიტო სარაკეტო დანადგარის შესაძენად, რისთვისაც წინასწარ ბე-ს სახით თანხაც გადაიხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა