სოფიო კილაძე - მერაბიშვილის სასარგებლოდაც რომ მიგვეღო გადაწყვეტილება, თეორიულად მაინც გამორიცხულია, რომ მან უახლოეს მომავალში დატოვოს საპატიმრო დაწესებულება

ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდაც რომ მიგვეღო გადაწყვეტილება, თეორიულად მაინც გამორიცხულია, რომ მან უახლოეს მომავალში დატოვოს საპატიმრო დაწესებულება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ე.წ. „უდოს“ კომისიის წევრმა სოფიო კილაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, მერაბიშვილი პირობით ვადამდე გათავისუფლებას ითხოვს შეკრებითობით გამოყენებულ საპატიმრო ზომაზე, თუმცა, ამის გარდა არსებობს კიდევ ერთი საქმე, რომელზეც სასამართლომ გამამტყუნებელი გადაწყვეტლება მაისში გამოიტანა და რის გამოც, ვანო მერაბიშვილი დაწესებულებას ვადაზე ადრე ვერ დატოვებს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, რომ არა „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული ჰუმანური პოლიტიკა, ყოფილი შს მინისტრი, სასჯელს დაახლოებით 31 წელი მოიხდიდა.

„მერაბიშვილს ხუთ სხვადასხვა საქმეზე აქვს სასჯელი შეფარდებული და შეკრებითობით 6 წელი და 9 თვე აქვს სასამართლოს მხრიდან მისჯილი. ერთი საქმეა, რომელზეც, თუ სწორად მახსოვს, მაისში შეეფარდა სასჯელი და ამ საქმეზეც ერთ წელი და რამდენიმე თვე აქვს მისჯილი.

ფაქტობრივად იმ 6 წელსა და 9 თვეზე ითხოვს ეს ადამიანი ვადამდე გათავისუფლებას, რაზეც კანონის მხრიდან თეორიულად ჰქონდა განაცხადის უდოზე შემოტანი უფლება, თუმცა ამავდროულად ჩვენ კიდეც რომ მის სასარგებლოდ მიგვეღო გადაწყვეტილება, მაინც გამორიცხულია, რომ მერაბიშვილი გამოვიდეს თავისუფლებაზე, რადგან არის განაჩენი, რომელიც მაისში დადგა და სწორედ ეს გამორიცხავს, რომ ის უახლოეს მომავალში გარეთ გამოვიდეს.

რა თქმა უნდა გადაწყვეტილებას ვიღებთ ადამიანის უფლებების სასარგებლოდ, თუმცა იმავდროულად ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის დანაშაულები, რაც მას აქვს ჩადენილი. საქმე გვაქვს უამრავ დანაშაულთან და ეს რა თქმა უნდა მის მდგომარეობას ამძიმებს.

რომ არა შეკრებითობა, რომ არა ამნისტია, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, ვანო მერაბიშვილს ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა დახლოებით 31 წელი მოუწევდა“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო