ირინა მილორავა - დადგენილი ტარიფები მომდევნო სამ წელზე გავრცელდება

დადგენილი ტარიფები მომდევნო სამ წელიწადზე გავრცელდება, ხოლო თუ რაიმე მოცემულობა შეიცვალა, რისი გათვალისწინებითაც ჩვენ ეს ტარიფები დავადგინეთ, კომპანიებს რჩებათ უფლება, რომ მიმართონ სემეკს და მოითხოვონ გადახედვა, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავამ გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ტარიფის გადახედვის მიზეზი შესაძლოა, ვალუტის კურსის ცვლილება იყოს.

„ეს ტარიფი გავრცელდება მომდევნო სამ წელიწადზე. თუ რაიმე მოცემულობა შეიცვალა, რის გათვალისწინებითაც დღეს ჩვენ ეს ტარიფები დავადგინეთ, კომპანიებს რჩებათ უფლება, რომ მიმართონ კომისიას და მოითხოვონ გადახედვა. საოპერაციო დანახარჯებში ცვლილება არ მგონია, რომ ტარიფის გადახედვის დასაბუთებული საფუძველი იყოს. კაპიტალურ დანახარჯებში ყველა ინვესტიცია არის ასახული და აქაც განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველოდებით. შესაძლებელია ტარიფის გადახედვის მიზეზი იყოს ვალუტის კურსის ცვლილება. არ გვქონია პრაქტიკა, რომ ფაქტობრივი ინფლაციის გათვალისწინებით გადაგვეხედა ტარიფებისთვის. ახლა აღებული გვაქვს ის ინფლაცია, რომელიც არის პროექტით გათვალისწინებული. დიდი იმედი მაქვს, რომ გადახედვის აუცილებლობა არ დადგება“, - განაცხადა გუშინ ირინა მილორავამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს