ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 29 დეკემბერს გამოაცხადებს

ზვიად რატიანის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას 29 დეკემბერს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან მინაშვილმა გუშინდელ პროცესზე მიიღო.

პროცესზე შსს-მ წარადგინა ვიდეოჩანაწერები, სადაც რატიანის მხრიდან პოლიციელების მიმართ ისმის გინება და შეურაცხმყოფელი ფრაზები. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაცვის მხარემ განაცხადა, რომ არ ასახავს სრულ ეპიზოდს და საქმეს არ უნდა დაერთოს მტკიცებულებად, თუმცა მოსამართლემ საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე დაიკითხნენ შსს-ს მიერ წარდგენილი მოწმეები, კერძოდ, სამი პოლიციელი და ორი თვითმხილველი.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა