პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილი ბრალს არ აღიარებს

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილი ბრალს არ აღიარებს. მას ბრალი ე.წ. მოდულის შენობაში გუშინ წაუყენეს.

გორნაკაშვილს გამოძიება ტერორიზმის დაფინანსებას ან ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ედავება. როგორც გორნაკაშვილის ადვოკატმა ირაკლი ბენიამ აღნიშნა, გამოძიებამ მას მასალები გადასცა, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და შეიცავს გარკვეულ ჩანაწერებს. თუმცა, ადვოკატი აღნიშნული ჩანაწერების შინაარსზე ვერ საუბრობს, ვინაიდან მტკიცებულებებს ჯერ არ გასცნობია.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ეტაპზე ბრალს არ აღიარებს. მისი პოზიციიდან გამომდინარე, კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. გორნაკაშვილი მანამდე მოწმის სახით დაკითხულია და ჩვენებები მიცემული აქვს. თუმცა, ჩვენების მიცემა არ ნიშნავს, რომ ის ბრალს აღიარებს. რა მუხლითაც აქვს წაყენებული ბრალი, იმ ქმედებას ამ ეტაპზე არ აღიარებს“, - განაცხადა ირაკლი ბენიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს