ბადურ ჩოფანაშვილი ბრალს არ აღიარებს და ახმედ ჩატაევთან ყველანაირ კავშირს უარყოფს

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილი ბრალს არ აღიარებს და ახმედ ჩატაევთან ყველანაირ კავშირს გამორიცხავს.

როგორც გუშინ, ე.წ. მოდულის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჩოფანაშვილის ადვოკატმა, დალი ბარბაქაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის ან რესურსით უზრუნველყოფის მუხლით წაუყენეს. მისივე თქმით, ჩოფანაშვილი ბრალს არ ეთანხმება.

„კატეგორიულად უარყოფს ყველაფერს. ჩვენება მას არ მიუცია, თუმცა ბრალში ჩამოთვლილ ფორმულირებას და მტკიცებულებებს კატეგორიულად არ ეთანხმება. მტკიცებულებები ძალიან ბევრია, მათ შორის დისკები, მოსმენები, ფოტოსურათები, თუმცა, მათი გაცნობა ჯერ ვერ მოვახერხე. ჩოფანაშვილი ამბობს, რომ ახმედ ჩატაევს სერთოდ არ იცნობს და არანაირი შეხება მასთან არ ჰქონია“, - განაცხადა ადვოკატმა.

დალი ბარბაქაძის თქმით, ბრალდებული ამ ეტაპზე, გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს. „ჩვენების მიცემას არ აპირებს ამ ეტაპზე, ვიდრე საქმეს არ იცნობს. მერე თუ სურვილი ექნება, დაიკითხება“, - აღნიშნა ბარბაქაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა