ლევან იზორია - მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ამავდროულად დავიცვათ კანონი

ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ამავდროულად დავიცვათ კანონი, უფლებამოსილების განხორციელების ჭრილში, რაც ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, სადაც 19 წლის ბიჭი დაიჭრა.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მინისტრმა აღნიშნა, მისი თანამდებობიდან გამომდინარე საქმის შეფასებას არ გააკეთებს, ვინაიდან აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სუს-მა 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა