მამუკა მდინარაძე - ჩემი თხოვნაა, ყველა კამათს, მათ შორის ცხარეს, დაპირისპირებას ნუ დავარქმევთ

ჩემი თხოვნა იქნება თქვენს მიმართ, ყველა კამათს, მათ შორის ცხარეს, რაც აუცილებლად უნდა იყოს იმისთვის, რომ შევჯერდეთ რაღაცაზე, მათ შორის ძალიან კრიტიკულ საკითხებზეც კი, დაპირისპირებას ნუ დავარქმევთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ გუშინ, ჯანდაცვის კომიტეტის წევრების დახურული, ხმაურიანი შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა.

მდინარაძემ დაადასტურა, რომ ცხარე კამათი იყო, მათ შორის ფორმალურ დეტალებთან დაკავშირებითაც კი, რადგან გუნდის წევრების ნაწილი წინააღმდეგია, რომ საკითხი ახლა იყოს განხილული. "ჩვენ უმრავლესობის შიგნით ბევრჯერ გავიარეთ ეს საკითხი, ასევე ბევრჯერ გავივლით და იქნება ცხარე კამათებიც, რადგან ერთის მხრივ ჩვენ არ უნდა დავაზიანოთ ჩვენი მომავალი თაობების ინტერესები და ამავე დროს ჩვენ უნდა ვაწარმოოთ სწორი პოლიტიკა. უნდა ვიმსჯელოთ და დარწმუნებული ვარ, მივალთ ოპტიმალურ პოზიციამდე", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატი კანონის მიღების შეფერხებას არ გამორიცხავს. "ამაზე გადაჭრით საუბარი ჯერჯერობით არ შემიძლია, მაგრამ მთავარია უმრავლესობის შიგნით მოვახერხოთ პოზიციების დაახლოება, რომ ვაწარმოოთ სწორი ნარკოპოლიტიკა. ვფიქრობ, ჩვენ უმრავლესობის შიგნით კონსენსუსს მივაღწევთ. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ მომხმარებლების მიმართ ვიყოთ ლიბერალურები, მათ შორის განმეორების ამოღება შეიძლება სისხლის სამართლის კოდექსიდან მხოლოდ იმ ფონზე, როცა ჩვენ გავამკაცრებთ სანქციას, დამოკიდებულებას, აღსრულებას ნარკოგამსაღებლების მიმართ", - განაცხადა გუშინ მდინარაძემ.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა