აკაკი ზოიძე - მთავარი საკითხი აზრთა სხვადასხვაობის არის ლეგიტიმური შიში, საპატიმრო სასჯელის მოხსნა ხომ არ გამოიწვევს ნარკოტიკების მოხმარების წახალისებას

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით, უმრავლესობის შიგნით აზრთა სხვადასხვაობის საფუძველია ლეგიტიმური შიში იმის შესახებ, ხომ არ გამოიწვევს საპატიმრო სასჯელის მოხსნა ნარკომოხმარების წახალისებას.

აკაკი ზოიძემ გუშინ, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა და პრაქტიკული განხორციელების სქემა "ჰუმანური ნარკოპოლიტიკა". კომიტეტის სხდომა დაახლოებით 2 საათის დაგვიანებით დაიწყო და მას წინ უძღოდა უმრავლესობის წევრების კამათი დახურულ კარს მიღმა.

"დეპუტატების ნაწილს განსხვავებული პოზიციები აქვს. მგონი ეს საიდუმლო არავისთვის არის. ისინი თვლიან, რომ დამატებითი კონსულტაციები არის საჭირო, სანამ კომიტეტის სხდომას ჩავატარებთ. აქ ჩვენი აზრები გაიყო. კვორუმი არ იყო, ახლა არის და ვატარებთ სხდომას. დაპირისპირება არ ყოფილა. ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიციები გაიყო, სანამ საჯაროდ განსხვავებულ პოზიციებს დავაფიქსირებთ, ხომ არ ჯობია გუნდის შიგნით შევთანხმდეთ. იმდენად ემოციური თემაა ყველასთვის, რომ ცუდი არაფერი არ არის იმაში, რომ პარლამენტარები თავიანთ სულს და გულს დებენ იმ საკითხებში, რაც მიაჩნიათ სწორი ან არასწორი. ჩვენ შევეცდებით, მაქსიმალურად შევაჯეროთ პოზიციები, როგორც მთავრობასთან, ისე უმრავლესობის შიგნით. მთავარი საკითხი აზრთა სხვადასხვაობის არის ლეგიტიმური შიში, საპატიმრო სასჯელის მოხსნა ხომ არ გამოიწვევს მოხმარების წახალისებას, თუმცა ჩვენ გვაქვს არგუმენტები, რომ საპატიმრო სასჯელის ალტერნატიული მექანიზმით ჩანაცვლება, როგორიცაა შეფასების და გადარწმუნების კომისია, ამ საფრთხეს გაანეიტრალებს", - განაცხადა გუშინ ზოიძემ.

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომას, სადაც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხს განიხილავდნენ, კომიტეტის წევრების გარდა, სასულიერო პირები, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები - ჯონდი ბაღათურია და დიმიტრი ლორთქიფანიძე, "თეთრი ხმაურის" მოძრაობის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო