ლევან იზორია - აღჭურვილობისთვის განკუთვნილი თანხები მომავალი წლიდან გაიზრდება

თავდაცვის სამინისტროში აღჭურვილობისთვის განკუთვნილი თანხები მომავალი წლიდან გაიზრდება, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო აქტიურად მიჰყვება ნატოს სტანდარტებს, რაც ძირითადად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას და ჯარის გაძლიერებას ემსახურება. „როდესაც ვსაუბრობთ რეფორმებზე, ეს არის ჩვენი სამხედრო მზადყოფნის გაძლიერება და ნატოს სტანდარტებთან დაახლოება. ორივე მიზანი, ბუნებრივია, თანხვედრაშია ნატოს სტრატეგიულ ამოცანებთან, განსაკუთრებით კი 2014 წლის შემდეგ. რუსული საფრთხის შეკავება გახდა მთავარი ამოცანა ალიანსისთვის და პარტნიორი ქვეყებისთვის, რაც ითვალისწინებს მზადყოფნის გაძლიერებას. მზადყოფნას განსაზღვრავენ გარკვეული კრიტერიუმებით, მათ შორის წვრთნების ხარისხით, ინსტიტუციური რეფორმებით და ბუნებრივია ამის შემდგომი შენარჩუნებით. ამ სტრატეგიული ამოცანის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. დავიწყეთ სტრუქტურების ოპტიმიზაცია, როგორც ბრიგადების, ისე ადამიანების დაკომპლექტება, რომელიც 95% უნდა იყოს დაკომპლექტებული და ასევე დავიწყეთ ზრუნვა, აღჭურვილობისთვის გამოგვეყო მეტი თანხები. ნატოს ამისთვისაც აქვს გარკვეული სტანდარტები. თქვენ ხშირად გესმით, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 2% უნდა იყოს თავდაცვის ბიუჯეტში მიმართული, ხოლო აქედან 20% - აღჭურვაზე. ჩვენ დავიწყეთ 8% და გავხადეთ 10%, ხოლო მომავალი წლიდან 19%-მდე გაზირდება“, - განაცხადა ლეან იზორიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო