კიევმა და თვითაღიარებულმა რესპუბლიკებმა ტყვეები გაცვალეს

დონეცკის ოლქში, კიევსა და თვითგამოცხადებულ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლებს შორის, ბოლო წელიწადნახევრის შემდეგ, ტყვეთა გაცვლა მოხდა.

თვითაღიარებულ რესპუბლიკებს კიევმა 74 ადამიანის სანაცვლოდ, 306 დაკავებული გადასცა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. „გაცვლის პროცესი დასრულდა. უკრაინის მხარეს 74 მძევალი გადაეცა, რომლებიც დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ისინი სახლებში დაბრუნდნენ“, - განაცხადა რადაში პრეზიდენტის წარმომადგენელმა ირინა ლუცენკომ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მეთაურის, ვასილი გრიცაკის ინფორმაციით, მთლიანობაში დონეცკში, ლუგანსკსა და რუსეთის ფედერაციაში მძევლად კვლავ რჩება 103 ადამიანი. მისი განცხადებით, ეს ადამიანები უკვე სამი წელია ტყვეობაში არიან.

„თითოეული ამ ადამიანის სახელები ვიცით. არ გავჩერდებით, ვიდრე ყველას არ გავათავისუფლებთ! ჩვენთვის პრიორიტეტულია, ასევე, 402 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის მოძიება და მათი დაბრუნება“, - განაცხადა გრიცაკმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო