აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად შპს „მექანიზატორი“ 120 ერთეული შემასხურებელი სასოფლო-სამეურნეო იმპლემენტის შეძენას გეგმავს

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, 2018 წელს შპს „მექანიზატორი“ 120 ერთეული შემასხურებელი სასოფლო-სამეურნეო იმპლემენტის (70 ერთეული პიკაპის ტიპის ავტომანქანაზე დასამონტაჟებელი აგრეგატი „თერმული ნისლით“ დამუშავებისთვის, 50 ერთეული პიკაპის ტიპის ავტომანქანაზე დასამონტაჟებელი აგრეგატი მაღალი ხეების დამუშავებისათვის) შეძენას გეგმავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შპს „მექანიზატორი“-ს მიერ აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია ბაზრის კვლევა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე. შესყიდვაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის შეხვედრა 28 დეკემბერს, 18:00 საათზე შპს „მექანიზატორის“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება.

დეტალური ინფორმაცია 120 ერთეული შემასხურებელი სასფოლო-სამეურნეო იმპლემენტის შესყიდვასთან დაკავშირებით შესყიდვების სააგენტოს შემდეგ ბმულებზეა განთავსებული: http://procurement.gov.ge/Market-research/meqanizatori-(3).aspx, http://procurement.gov.ge/Market-research/meqanizatori-(2).aspx

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს