ბაიდენის ცენტრის დირექტორი - რუსეთმა რევანშისტული ქმედებებისთვის საფასური უნდა გადაიხადოს

რუსეთმა რევანშისტული ქმედებებისთვის საფასური უნდა გადაიხადოს, - ამის შესახებ ბაიდენის ცენტრის დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა “ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

კარპენტერის თქმით, რუსეთთან მიმართებით მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს იმის ჩვენება, რომ რუსეთს რევანშისტული ქმედებებისთვის საფასურის გადახდა მოუწევს.

“რუსეთმა სამხედრო ძალა გამოიყენა 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში. ამის გრძელვადიანი შედეგი ის უნდა იყოს, რომ კრემლს ეს ძვირი დაუჯდეს. ამ გზით რუსეთი ნახავს, რომ მას სამხედრო თავგადასავლები მომავალში არ გაუვა. მხოლოდ ეკონომიკურ სანქციებს არ ვგულისხმობ. შეერთებულ შტატებს და ნატოს რუსეთის სამეზობლოში სხვა უპირატესობების მოპოვება შეუძლიათ. საქართველოსა და უკრაინაში არის საწვრთნელი პროგრამების საჭიროება, რასაც ჩემი პენტაგონში ყოფნისას ვაკეთებდით. ეკონომიკურ სანქციებთან ერთად, საჭიროა დიპლომატიური წნეხი. რეგიონში რუსეთის გავლენის შესამცირებლად ბევრი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო“, - აცხადებს მაიკლ კარპენტერი.

ბაიდენის ცენტრის დირექტორის თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა უნდა მოახერხონ მათ შიდა საქმეებში რუსეთის ჩარევის შემცირება.

“რუსეთის დეზინფორმაციაზე ჩვენს საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. როცა დეზინფორმაცია წესებს არღვევს ან ძალადობრივია, ის უნდა აღვკვეთოთ - იქნება ეს ტროლები, სოციალური მედიის ყალბი ანგარიშები, ბოტები თუ სხვა“, - აღნიშნა კარპენტერმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა