რუსთავში მამაკაცი ელექტროგამათბობელზე დაეცა და სხეულის 50%-იანი დამწვრობა მიიღო

რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩა #20-ში მდებარე პროფილაქტიკის საყარაულო ჯიხურში 53 წლის მამაკაცმა სხეულის 50%-იანი დამწვრობა მიიღო.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ელექტროგამათბობელზე დაეცა და ქურთუკზე მოეკიდა ცეცხლი. დაშავებული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მიიყვანეს, მოგვიანებით კი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მას სხეულის 50% აქვს დამწვარი.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მოხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა