წლის საუკეთესო ფეხბურთელი საბა კვირკველია გახდა

წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი საბა კვირკველია (მოსკოვის "ლოკომოტივი") გახდა. Sportall.ge-ს ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება - GFF AWARDS 2017 გაიმართა. ასევე წელს პირველად დაწესდა ალექსანდრე ჩივაძის სახელობის პრემია, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე 17 და 19- წლამდე ფეხბურთელებს გადაეცა.

ამ პრემიის პირველი მფლობელი 17-წლამდე ფეხბურთელებში გახდნენ: მე-3 ადგილი - გიორგი გულიაშვილი, მე-2 ადგილი - ზურიკო დავითაშვილი, 1 ადგილი - ხვიჩა კვარაცხელია.

19 წლამდელებში კი შემდეგნაირად გადანაწილდა პოზიციები: მე-3 - ადგილი გიორგი კოხრეიძე, მე-2 - ადგილი - ვატო არველაძე, 1 - ადგილი - ლუკა ლაკვეხელიანი.

რაც შეეხება სხვა ნომინაციებს, წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა - გიორგი ჩაკევეტაძე.

წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გახდა - ნინო სუთიძე.

ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა - ირაკლი სიხარულიძე ("ლოკომოტივი")

ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო მწვრთნელი გახდა - ვარლამ კილასონია ("რუსთავი")

ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა- დავით სიჭინავა ("რუსთავი")

ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარე გახდა - როინ კვასხვაძე ("ტორპედო")

ეროვნული ლიგის საუკეთესო მცველი გახდა - ლაშა თოთაძე (თბილისის "დინამო")

ეროვნული ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი გახდა - გიორგი ხარაიშვილი ("საბურთალო")

ეროვნული ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა - ირაკლი სიხარულიძე ("ლოკომოტივი")

ეროვნული ლიგის საუკეთესო ლეგიონერი გახდა - ანტე გი ("სამტრედია")

ეროვნული ლიგის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა- გრიგოლ დოლიძე ("ტორპედო")

ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელი გახდა - კახა ჩხეტიანი ("ტორპედო")

ეროვნული ლიგის საუკეთესო რესპოდენტი მწვრთნელი გახდა - გიორგი შაშიაშვილი ("შუქურა")

ეროვნული ლიგის საუკეთესო რესპოდენტი ფეხბურთელი გახდა - ოთო კიტეიშვილი (თბილისის "დინამო")

საუკეთესო ქართველი მსაჯი გახდა - ჯენერი ხორავა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო