"გალფი" იძულებით გადაადგილებულ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს

ნავთობკომპანია "გალფი" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს. "გალფის" წამომადგენლებმა სასწავლო სტიპენდიები სტუდენტებს დღეს, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან სოზარ სუბართან ერთად გადასცეს.

კომპანია "გალფი" ეხმარება სტუდენტებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები, ჩაირიცხნენ უნივერსიტეტებში, მაგრამ ვერ მოახერხეს სახელმწიფო დაფინანსების მიღება. საკუთარი სახსრებით სწავლის გაგრძელების საშუალება კი არ გააჩნიათ. სოციალურად დაუცველი წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, „გალფი” ასევე, მუდმივად ზრუნავს მათ დასაქმებაზე და უქმნის ხელსაყრელ გარემოს, რათა მათ თავი იგრძნონ ძლიერი გუნდის წევრებად.

"გალფის" გენერალური დირექტორის გიორგი დევაძის თქმით, კომპანიას კარგად აქვს გათავისებული სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების სოციალურად დაუცველი წევრების მიმართ და ცდილობს, მხარში დაუდგეს მათ.

მისივე თქმით, მომავალში კომპანია მუდმივად აპირებს იზრუნოს იძულებით გადაადგილებულ სტუდენტებზე და დაუფინანსოს მათ სწავლა.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა