რექს ტილერსონი - აშშ ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მიღწეული შეთანხმების ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობას გააგრძელებს

აშშ ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მიღწეული შეთანხმების ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობას გააგრძელებს. ამის შესახებ გაზეთ The New York Times-ში გამოქვეყნებულ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის სტატიაშია ნათქვამი.

მისი თქმით, თეირანთან მიმართებაში ვაშინგტონის პოლიტიკაში „საზიანო ირანული შეთანხმება“ ცენტრალურ ადგილს აღარ იკავებს.

„ახლა ჩვენ ირანის მხრიდან მომავალი საფრთხეების ერთობლიობასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და აღნიშნა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში საკუთარ პარტნიორებთან „ალიანსების აღდგენას“ აპირებს.

„ჩვენ გავაგრძელებთ მოკავშირეებთან და კონგრესთან მუშაობას, რათა გამოვასწოროთ ამ ბირთვული შეთანხმების უამრავი ხარვეზი და ამავდროულად მივმართავთ ზომებს, რომ ირანი ბალისტიკური რაკეტების შექმნის პროგრამასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისთვის დავსაჯოთ“, - აღნიშნა ტილერსონმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო