პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ამანათების შეგზავნა ხვალიდან იწყება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის საახალწლო ამანათების შეგზავნა ხვალიდან იწყება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, კანონით განსაზღვრული წესით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ამანათების მიღება იწარმოებს 29 და 30 დეკემბერს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო 31 დეკემბერს - 15:00 საათამდე.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა