პანკისის ხეობაში დაკავებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პანკისის ხეობაში დაკავებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. საქმეები სასამართლოში გაიყო. კერძოდ სასამართლო სამი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 14:00 საათზე, ერთი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე კი მოსამართლე 13:00 საათზე იმსჯელებს. სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში წარიმართება.

ცნობილია, რომ პროკურატურა ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერასა ან რესურსით უზრუნველყოფაში ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებას მოითხოვს.

სუს-მა 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა