ლიტვა საქართველოს ოფიციალურ სახელწოდებად რამდენიმე ვერსიას განიხილავს

ლიტვის სეიმის სპიკერის, ვიქტორას პრანცკეტისის განცხადებით, 2018 წელს, ლიტვური სახელმწიფობრიობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ლიტვამ, შესაძლოა, საქართველოს აუთენტური სახელწოდება დააკანონოს. ამის შესახებ ლიტვური მედია წერს.

ლიტვური ენის სპეციალისტების აზრით, საქართველოს ახალი სახელწოდება ლიტვურ ენაზე შეიძლება ჟღერდეს, როგორც „ქართველია“, „ქართველა“, „საქართველია“ ან „საქართველა“. ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიები ლიტვაში უკვე 10 წელია მიმდინარეობს.

ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის ახალმა ხელმძღვანელმა აუდრის ანტანაიტისმა მხარი დაუჭირა სეიმის სპიკერის ინიციატივას და განაცხადა, რომ სეიმიდან ან საგარეო საქმეთა სამინისტროდან ოფიციალურ წინადადებას დაელოდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი სახელწოდების დამტკიცების შემთხვევაში ის ძველთან ერთად მეორე ვარიანტის სახით იქნება გამოყენებული.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისში ჩამოსულ ლიტველ ჟურნალისტებს სთხოვა საკუთარ ტექსტებში საქართველო „გეორგიად“ ან „საქართველოდ“ მოიხსენიონ.

ამჟამად საქართველო ლიტვურ ენაზე ”გრუზიად” მოიხსენიება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო