ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს ბრალი არ წაუყენონ

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს ბრალი არ წაუყენონ. როგორც "ინტერპრესნიუსს" მაჩალიკაშვილის ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ოფიციალურად არ წაუყენეს.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ სუს-ი სახაზინო ადვოკატის საშუალებით გეგმავდა მისთვის ბრალის წაყენებას, თუმცა მას შემდეგ, რაც მან საგამოძიებო ორგანოს ორდერი ჩააბარა და მოითხოვა, რომ მის გარეშე არავითარი საპროცესო მოქმედება არ ჩაეტარებინათ, სუს-მა ბრალის წაყენება გადაიფიქრა.

"სუს-ი ახლა უარყოფს, რომ საერთოდ ბრალი წარუდგინა მაჩალიკაშვილს. არადა ოფიციალურ ვებგვერდზე დღემდე აქვთ გამოქვეყნებული, რომ დაკავებულია 5 პირი. დაკავებულს კი 48 საათის მანძილზე აუცილებლად უნდა წარედგინოს ბრალი. შეუძლიათ გადაიფიქრონ და არ წარუდგინონ ბრალი. ამ საქმეზე დაკავებული პირების ბრალში ფიგურირებს მაჩალიკაშვილი, მაგრამ მას ბრალი ალბათ იმის გამო არ წაუყენეს, რომ საქმეში მე ჩავერთე და გუშინ გადავიღე, როგორ ჩავაბარე ორდერი სუს-ში. ეს ჩანაწერი გამოვაქვეყნე და დღეს იძულებულები გახდნენ ეთქვათ, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დარწმუნებული ვარ, გუშინ ყავდათ სახაზინო ადვოკატი აყვანილი და წარუდგენდნენ ბრალს", - განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა