თბილისის 14 ქუჩაზე სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის ინფორმაციით, დედაქალაქის 14 ქუჩაზე ყვითელი სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან. ამის შესახებ მაია ბითაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საპილოტე პროექტი 2018 წლის თებერვლის ბოლოდან დაიწყება და წლის განმავლობაში მთელი თბილისის მასშტაბით ამოქმედდება.

"რამდენიმე კვირის წინ თბილისის მერმა კახა კალაძემ და შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დააანონსეს, რომ თბილისის მერია და შინაგან საქმთა სამინისტრო იწყებენ ერთობლივ ღონისძიებას საგზაო მოძრაობის წესების დაცვისთვის. ერთ-ერთი ღონისძიება, რომლის პრაქტიკაში გატარებას თებერვლის ბოლოდან ვიწყებთ, არის სამარშრუტო ტაქსების მხოლოდ მოსაცდელებზე გაჩერების საკითხი. ამ ორი უწყების მხრიდან ექსპერტების დახმარებით შერჩეულია 14 ქუჩა, სადაც 2018 წლის თებერვლის ბოლოდან სამარშრუტო ტაქსები ვალდებულნი იქნებიან მხოლოდ მოსაცდელებზე მოახდინონ მგზავრთა აყვანა და ჩამოსმა. საპილოტე პროექტი მომავალი წლის განმავლიბაში ეტაპობრივად გავრცელდება მთელ თბილისზე. ამის მთავარი მიზანი ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებაა, რათა მაქსიმალურად ხელი შეუწყოს დედაქალაქის ხელოვნული საცობებისგან განტვირთვას. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ დაახლოებით 259 მოსაცდელის მოწყობას, მათ გაფართოებას და ინფრასტრუქტურის მოწყობას, რათა ავტობუსებთან ერთად სამარშრუტო ტაქსების გაჩერებამ  არ შეაფერხოს საგზაო მოძრაობა. ამასთან, გატარდება შესაბამისი  სამართლებრივი ცვლილებები, როგორც თბილისში დარეგისტრირებულ 4 სამარშრუტო  კომპანიის მიმართ, ასევე რუსთავის სამარშრუტო კომპანიებთან დაკავშირებითაც, რადგან ისინიც სარგებლობენ აღნიშნული ქუჩებით",  - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე ინფორმაციით, საპილოტე პროექტი თავდაპირველად შემდეგ ქუჩებზე განხორციელდება:

1. მერაბ კოსტავას ქუჩა

2. ვაჟა-ფშაველას გამზირი

3. შოთა რუსთაველის გამზირი

4. პეტრე მელიქიშვილის ქუჩა

5. ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი

6. ვახტანგ გორგასალის ქუჩა

7. დავით აღმაშენებლის ხეივანი

8. დავით აღმაშენებლის გამზირი

9. ილია ჭავჭავაძის გამზირი

10. ჟიული შარტავას ქუჩა

11. პეკინის ქუჩა

12. მარშალ გელოვანის გამზირი

13. ჯორჯ ბუშის ქუჩა

14. კახეთის გზატკეცილი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა