დეველოპერული კომპანია „აქსისი“ Office 365-ზე გადავიდა

„მაიქროსოფთსა“ და „აქსისს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა დეველოპერულ კომპანიაში ახალი პლატფორმის - Office 365 დანერგვას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, რომ „აქსისში“ ტექნიკური სამუშაოები და პროგრამული უზრუნველყოფის აქტივების შემოწმება კომპანია „სინტაქსმა“ განახორციელა.

“კომპანია „სინტაქსისა“ და „აქსისის“ თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს პროგრამული უზურნველყოფის აქტივების შემოწმება წარმოადგენდა, რაც ჩვენი კომპანიის IT ინჟინრებმა განახორციელეს Software Asset Management (SAM) კომპეტენციის ფარგლებში. ტექნიკური სამუშაო რამდენიმე ფაზისგან შედგებოდა. თავდაპირველად მოხდა IT აქტივების შემოწმება, რაც კომპლექსური გადაწყვეტილებაა ტექნოლოგიური, პროგრამული და ფინანსური რესურსების მონიტორინგისთვის. სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე, შევთავაზეთ „აქსისს“ საოფისე აპლიკაციებისა და სერვისების ნაკრები Office 365, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას გაზარდოს ან შეამციროს ლიცენზიების რაოდენობა ნებისმიერ დროს და გადაიხადოს მხოლოდ მოხმარებული სერვისების საფასური, რაც სრულიად შეესაბამება ქართული ბაზრის რეალობას.“ - კომპანია “აქსისთან“ თანამშრომლობის დეტალებზე საუბრობს კომპანია „სინტაქსის“ გენერალური დირექტორი ზაზა ჯაველიძე.

ცნობისათვის, Office 365 ღრუბლოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც შეიცავს, „მაიქროსოფთის“ როგორც ონლაინ სერვისებს, ასევე საოფისე პროდუქტებს. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ლიცენზია ერთთვიანი ან ერთწლიანი გადახდის პირობებით. გასათვალისწინებელია, რომ საოფისე აპლიკაციების დაყენება ერთ მომხმარებელს შეუძლია ხუთ სხვადასხვა მოწყობილობაზე.

დეველოპერული კომპანია „აქსისის“ გენერალური დირექტორი გიორგი კაპანაძე კომპანიაში პროგრამული უზრუნველყოფის აქტივების შემოწმების შედეგებსა და ლიცენზირებული IT პროდუქტების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მოქნილობასთან ერთად აღნიშნული პროდუქტის შეძენით კომპანია ზრდის ინფორმაციულ დაცულობას და უსაფრთხოებას:

„მაიქროსოფთთან“ თანამშრომლობის ფარგლებში დეველოპერული კომპანია აქსისი ლიცენზირებული პროდუქტის მფლობელი გახდა. მუშაობის პროცესში თანამედროვე მიდგომების გამოყენება კომპანია „აქსისში“ დაარსების დღიდან ხორციელდება. 20 წლიანი გამოცდილების მქონე დეველოპერული კომპანია კლიენტების ინფორმაციის დაცულობაზეც ზრუნავს და აქვს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები. შევიძინეთ ოთხი ძირითადი პროდუქტი, რის შედეგადაც სრულად განახლდა სერვერული მხარე, ასევე ვინდოუსი და ოფისი. დეველოპერული კომპანია აქსისი ითვალისწინებს თანამედროვე მიდგომებს და კომპანიაში ოფიციალურ და ხარისხიან ციფრულ პროდუქტებზე აკეთებს არჩევანს. კომპანიამ განაახლა მაიქროსოფთ ოფისის პლატფორმა და ოფის 365-ზე გადავიდა, რომელიც გაამარტივებს მუშაობის პროცესს და ინოვაციურ ცვლილებებს დაამკვიდრებს ოფისის პროდუქტების გამოყენებისას.

რაც შეეხება პროგრამული უზრუნველყოფის აქტივების შემოწმებას, კომპანია სინტაქსის დახმარებით განვახორციელეთ და საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა. დაახლოებით, 30%-იანი ოპტიმიზაცია მივიღეთ“.

კომპანია „აქსისთან“ თანამშრომლობაზე საუბრობს „მაიქროსოფთ საქართველოს“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ დობორჯგინიძე და აღნიშნავს, რომ მოხარულია, როდესაც ქართული კომპანიები თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ:

„მოხარულები ვართ, რომ ისეთი მოწინავე დეველოპერული კომპანია, როგორიცაა „აქსისი“, ამახვილებს ყურადღებას მომხმარებლების მონაცემების დაცულობასა და სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციაზე და არჩევანს აკეთებს ღრუბლოვანი ტექნოლოგიების სასარგებლოდ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართული კომპანიების მისწრაფებას გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები და ვიმედოვნებთ, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.“

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა