ხატია დეკანოიძე - მერაბიშვილი, ახალაია და სხვა პოლიტპატიმრები ციხეში იმის გამო სხედან, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ჩვენება არ მისცეს

დემოკრატიული ფუნდამენტის რღვევას წარმოაჩენს ორი ძირითადი ნიშანი - ეს არის ქვეყანაში პოლიტპატიმრების ყოლა, არაფორმალური მმართველობა და არაფორმალური მმართველობის და მმართველის გამო ადამიანის ციხეში ყოფნა, - ასე ეხმაურება ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე საქართველოს ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის მიმართ ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით უარის თქმას. მისი თქმით, ეს არის დასტური, რომ მერაბიშვილის პატიმრობა არის ერთი ადამიანის გადაწყვეტილება და ერთი ადამიანის ნება.

”დემოკრატიული ფუნდამენტის რღვევას წარმოაჩენს ორი ძირითადი ნიშანი - ეს არის ქვეყანაში პოლიტპატიმრების ყოლა, არაფორმალური მმართველობა და არაფორმალური მმართველობის და მმართველის გამო ადამიანის ციხეში ყოფნა. ყველა დარწმუნებული ვართ, რომ მერაბიშვილი, ახალაია და სხვა პოლიტპატიმრები ციხეში სხედან იმის გამო, რომ ასე სურს ივანიშვილს და რადგან მათ ჩვენება არ მისცეს საქართველოს მესამე პრეზიდენტზე. ჩვენ ყველას გვახსოვს სტრასბურგის გადაწყვეტილება, როდესაც სტრასბურგმა, ყველაზე მაღალმა ინსტანციამ თქვა და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გათავისუფლებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა. ეს არის დასტური, რომ მერაბიშვილის პატიმრობა არის ერთი ადამიანის გადაწყვეტილება და ერთი ადამიანის ნება”, - განაცხადა დეკანოიძემ.

როგორც ცნობილია, ვანო მერაბიშვილს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა