ბორჯომის მერიასა და ა(ა)იპ „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, დოკუმენტს ხელი მერმა ლევან ლიპარტიამ და ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნანა ლომაძემ მოაწერეს.

მემორანდუმი შშმ პირების, ბავშვებისა და მოზარდების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას, თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფასა და საზოგადოების ინფორმირებას გულისხმობს.

მერის განცხადებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მზადაა მხარი დაუჭიროს ორგანიზაციას და ჩაერთოს მის მიერ წამოწყებულ ყველა სასიკეთო საქმეში.

”ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებს ბორჯომში ახლად გახსნილ დღის ცენტრში, სადაც 40 შშმ პირი ეუფლება არაფორმალურ განათლებასა და სოციალურ უნარ-ჩვევებს. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეს ცენტრი კიდევ უფრო განვითარდეს. ჩვენი მხრიდან ვიზრუნებთ, რომ ეს ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ აქტივობებში“, - აღნიშნა მერმა.

ურთიერთდახმარების ფარგლებში სამომავლოდ მხარეებს შორის თანამშრომლობის მექანიზმის შემუშავება და ერთობლივი ინიციატივების განხორციელება იგეგმება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს