ვაკის რაიონის გამგებელმა საზოგადოებას 2018 წლის გეგმები გააცნო

ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ საზოგადოებას გასული წლის ანგარიში გააცნო და მომავალი წლის გეგმები წარუდგინა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე ვაკის მცხოვრებლებთან გამგებელმა ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი განიხილა, რომელიც გამგეობისა და მერიის სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში განხორციელდა.

ანგარიშის პრეზენტაციას ვაკის მაჟორიტარი დეპუტატები საკრებულოში გიორგი ბირბიჩაძე, გიორგი მუსხელიშვილი, ასევე ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ხუციშვილი დაესწრნენ. პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, გამგეობის მომავალი წლის ბიუჟეტი 16 571 270 ლარს შეადგენს.

”კერძოდ, 2018 წელს ვაკეში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 8 284 700 ლარი დაიხარჯება, განხორციელდება თანადაფინანსებული პროექტები, რაზეც 2 758 000 ლარია გათვალისწინებული, სოციალურ პროექტებზე 2 000 000 ლარი, ხოლო კულტურული და სპორტული ღონისძიებებისთვის 100 000 ლარი გამოიყოფა.

რაც შეეხება 2016-2017 წლებს, ამ პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა ვაკის რაიონში 264 მისამართზე მოწესრიგდა, კეთილმოეწყო 43 სპორტული მოედანი, განახლდა 59 სკვერი, ოთხ მისამართზე კი, სრულიად ახალი მოეწყო. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, 17 მისამართზე განთავსდა ფიტნეს ზონა, აშენდა 25 საყრდენი კედელი.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, 400-ზე მეტ ამხანაგობაში 701 სახის სარეაბილიტაციო სამუშაო განხორციელდა; სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება 16 172 ბენეფიციარს გაეწია; ჩატარდა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები. 2016-2017 წლებში, სულ გამგეობის მიერ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე 33 მილიონზე მეტი დაიხარჯა”, - ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო