თეა გოდოლაძე - მყინვარწვერი არის ჩვეულებრივი ვულკანური მასივი, რომლის მონიტორინგიც აუცილებელია

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ეროვნული სეისმური ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის განცხადებით, მყინვარწვერის მასივზე დღის განმავლობაში, 91-ჯერ ფიქსირდება მიკრობიძგი, რაც ძალიან დიდი ყურადღებას და დაკვირვებას საჭიროებს. როგორც თეა გოდოლაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს არის ჩვეულებრივი ვულკანური მასივი, რომელსაც თავისი განვითარების ისტორია გააჩნია და რომელზე მინიტორინგის წარმოება აუცილებელია. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, მონიტორინგისთვის მყინვარწვერზე სპეციალური აპარატურის დამონტაჟების პროცესი უნდა გაიზარდოს, რათა დადგინდეს, ვულკანური განვითარების რომელ ფაზაშია მყინვარწვერი.

"ამჟამად ცალსახად ვერაფერს ვამბობთ. ერთადერთი, რაც მტკიცებულებით ფორმაში შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ დღეში ძალიან ბევრი მიწისძვრა ხდება კონკრეტულად მყინვარის მასივზე. ნამდვილად არ ხდება ისეთი რაღაც, რომ მოსახლეობისთვის პანიკა ავტეხოთ, უბრალოდ იალბუზი და მყინვარწვერი ეს არის კავკასიის ქედის ორი ცენტრი, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას საჭიროებს", - განაცხადა თეა გოდოლაძემ.

მისი თქმით, დაკვირვების კუთხით სეისმური ცენტრი გარემოს დაცვის სააგენტოსთან თანამშრომლობს.

"საინტერესო თანამშრომლობა გვაქვს გარემოს დაცვის სააგენტოსთან, რომელმაც დევდორაკზე დააინსტალირა სპეციალური წინასწარი შეტყობინების სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში აკვირდება დევდორაკს. თუ მასივზე ცვლილებებია მომხდარი მაგალითად, დნობა თუ არის გაზრდილი და მყინვარის სახეა შეცვლილი, ისინი ამ ინფორმაციას ჩვენ გვაწვდიან. ჩვენ კი ამას ჩვენ მონაცემებს ვადარებთ. დაინსტალირებული გვაქვს სადგური მყინვარწვერზე და ამ ქსელის გაფართოება აუცილებელია. ჩვენი სამსახური ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს იმიტომ, რომ ერთი სადგურით ამ პროცესის მონიტორინგი შეუძლებელია. დეკემბრის ბოლო სტატისტიკით, დღეში 91 ჯერ დაფიქსირდა მიწისძვრა. ეს არის მიკრობიძგები, რომლებიც დამახასიათებელია ვულკანური მასებისთვის. ეს არის ფაქტი", - განაცხადა თეა გოდოლაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა