ზუგდიდის მერის დავალებით, მე-15 საჯარო ბაღში, სადაც გუშინ ინციდენტი მოხდა, აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა გოგიას დავალებით, მე-15 საჯარო ბაღში, სადაც გუშინ ინციდენტი მოხდა, აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. გოგიას თქმით, მერია საკითხს ამ დრომდე სწავლობს.

„ფაქტია, რომ ბავშვი ვერ შევიდა ღონისძიებაზე, რადგან კარი იყო ჩაკეტილი და 10-15 წუთის განმავლობაში გასაღები ვერ იპოვეს. ეს არ უნდა მომხდარიყო. შესაბამის სამსახურებს დავავალეთ, რომ გაირკვეს, ეს შეგნებულად მოხდა, თუ გაუგებრობა იყო“, - განუცხადა ჟურნალისტებს გოგიამ.

მერის თქმით, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კანონის წინაშე პასუხს აგებს ყველა, ვინც ინციდენტში მონაწილეობდა.

ზუგდიდის 15-ე საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობლის თეა ანჩაბაძის თქმით, მისი შვილი და სხვა ასევე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები ღონისძიებაზე იმ მიზეზით არ დაუშვეს, რომ შესაძლებელი იყო მათ ზეიმი ჩაეშალათ. ამის შესახებ პოსტი მან სოციალურ ქსელში გუშინ გამოაქვეყნა. თავის მხრივ, ბაღის გამგე ინეზა ზაქარაია ამბობს, რომ იმ დარბაზის კარი, სადაც საახალწლო ზეიმი მიმდინარეობდა, სპეციალურად არ ჩაუკეტავთ და ოთახს ამ კარის გარდა სხვა კარიც აქვს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა