საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსამდე აიწევს

სინოპტიკოსები დეკემბრის ბოლომდე საქართველოში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

რაც შეეხება პირველ იანვარს, სინოპტიკოსები თბილისში მცირე წვიმას პროგნოზირებენ.

”უახლოეს დღეებში 28, 29 და 30 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია 15-20 გრადუსის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში 8-13 გრადუსი და მაღალ მთაში 3-8 გრადუსი სითბო.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ჰაერის ტემპერატურა 10-15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, შესაძლებელია ზოგიერთ რაიონში 18 გრადუსამდეც აიწიოს ტემპერატურამ“, - განაცხადა დოდო გვაზავამ.

მისივე ინფორმაციით, 29-30 დეკემბერს ღამით ყინვა მხოლოდ შიდა ქართლშია მოსალოდნელი.

”შიდა ქართლში მოსალოდნელია ყინვა -4 გრადუსი. 31 დეკემბერს კი შედარებით შერბილდება და დათბება”, -განაცხადა დოდო გვაზავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა