„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ადამიანის უფლებების კუთხით 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლს“ 2017 წლის განმავლობაში არაერთი წარმატებული საქმე ჰქონდა, მათ შორის აღსანიშნავია:

ევროსასამართლოში საქართველოს მოქალაქე შიოშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გადაწყვეტილება, რომელიც 2017 წელს აღსრულდა და განმცხადებელმა კომპენსაცია (30 000 ევროს ოდენობით) მიიღო.

”2007 წელს დაპატიმრებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელის საქმე, რომელიც გამართლდა და 14.12.2017 სასამართლოს გადაწყვეტილებით პროკურატურას დაეკისრა კომპენსაცია უკანონო პატიმრობისთვის (დაახლოებით 70 000 ლარის ოდენობით)”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის კვლევაში მოხვდა აფგან მუხთარლის საქმეც. როგორც „კონსტიტუციის 42-ე მუხლში“ აღნიშნავენ, ორგანიზაცია აფგან მუხთარლის და მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას ინტერესებს იცავს ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

”ადამიანის უფლებათა კუთხით ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება: განსაკუთრებით საგანგაშო და უკიდურესად მძიმე ვითარებაა ადამიანის უფლებათა კუთხით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები რეგულარულად ახდენენ ადამიანების გატაცებას და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებისათვის გადაცემას, რომლებიც შემდგომ საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედებენ. მართლმსაჯულება. მიმდინარე წლის განმავლობაში არ მომხდარა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და გაძლიერების უზრუნველსაყოფად საჭირო ცვლილებები. სიძულვილის ენა, ძალადობა და აგრესია საზოგადოებასა და არასრულწლოვნებში. პრობლემის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება იყო სკოლის მოსწავლეებს შორის არსებული კონფლიქტი, რომელიც ორი არასრულწლოვანის გარდაცვალების მიზეზი გახდა. პოლიციელების და სხვა სამართალდამცავთა მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ვერ ხდება ეფექტიანი და დროული გამძიების უზრუნველყოფა. გიორგი პერტაია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ცემასა და არასათანადო მობყრობაში ადანაშაულებს. გამოძიებას დღემდე არ გამოუვლენია ბრალდებული პირები, ამასთან სამხრე ვიდეოკამერების გამოყენებაზე არ არსებობს ზუსტი რეგულირება რაც მანიპულაციების შესაძლებლობას ქმნის. საჭიროა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ასევე. არასათანადო დამოკიდებულება ადვოკატების და ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ საჯარო მოხელეთა მხრიდან. პრობლემის ერთ-ერთი აშკარა მაგალითია პოლიციის განყოფილებაში ნაცემი ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმე, როდესაც საქმის გამოძიებას დიდი საზოგადოებრივი ძალისხმევა დაჭირდა. თუმცა სასამართლომ მოძალადე პოლიციელს არაპროპორციულად ლმობიერი სასჯელი შეუფარდა. მსგავსი პრაქტიკა წახალისების კარგი ნიადაგია ანალოგიური შემთხვევებისათვის. ბავშვთა უფლებები, განათლება და ჯანდაცვა. გენდერული თანასწორობა სამუშაო ადგილებზე. თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა გენდერული კუთვნილების მიუხედავად პრობლემატური საკითხი იყო მიმდინარე წლის განმავლობაში და ასეთად რჩება. უსახლკარობის პრობლემა. სოციალური ფონი სიღარიბე, პრობლემას წარმოადგენს დასაქმებულთა უფლებების დაცვა, შრომის ღირსეული და ადექვატური ანაზღაურება, არც მიმდინარე წლის განმავლობაში არ ყოფილა განსაზღვრული მინიმალური ხელფასის ოდენობა. შრომის უსაფრთხოების არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა. 2017 წლის განმავლობაში მშენებლობებზე მომხდარ უბედურ შემთხვევებს არაერთი ადამიანის გარდაცვალება მოყვა. უცხოელთა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებები. პრობლემას წარმოადგენდა საქართველოს თავშეფარებულ პირთა უფლებების დაცვა, ხშირია შემთხვევები როდესაც ისინი დაუსაბუთებელ უარს იღებენ ბინადრობის ნებართვაზე. ამის მაგალითია აზერბაიჯანის მოქალაქე, დევნილი ჟურნალისტების აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას შემთხვევა, თურქეთის მოქალაქე ემერ ჩაბუქის შემთხვევა. ასევე გამოწვევად რჩება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა და პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯანდაცვის არაადექვატური სერვისები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში”, - ნათქვამია კვლევაში.

ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი,, აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, რათა ქვეყანაში დაცული და უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო