ჩუღურეთის რაიონში ახალი სკვერი გაიხსნა

ჩუღურეთის ვერჰარნის ქუჩის N7-ში ახალი სკვერი გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროს გიგა გიგაშვილთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, საბავშვო მოედანი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ასევე, დამონტაჟდა განათებები, სავარჯიშო ტრენაჟორები, სავალი ბილიკები კი, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის განცხადებით, სკვერების რეაბილიტაცია მომავალ წელსაც გაგრძელდება.

„ჩუღურეთის რაიონში გვაქვს ტერიტორიები, სადაც სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, მჭიდრო კომუნიკაციით, ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ, მათ შორის, სპორტული მოედნების, სკვერების რეაბილიტაციასა და სხვას“, - განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა.

ჩუღურეთის რაიონში ახალი სკვერის გახსნას თბილისის საკრებულოს დეპუტატი რიმა ბერაძე და პარლამენტის წევრი გიორგი ვოლსკი ესწრებოდნენ.

მიმდინარე წელს, ჩუღურეთის რაიონს ექვსი ახალი სკვერი შეემატა, არსებულ 33 სკვერს კი, აღდგენა-რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს