ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდის გამგეობიდან 2016 წელს რვა საჯარო მოხელის გათავისუფლების შესახებ აქტი ბათილად ცნო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდის გამგეობიდან 2016 წელს რვა საჯარო მოხელის გათავისუფლების შესახებ აქტი ბათილად ცნო. ამის შესახებ ყოფილი საჯარო მოხელეების ინტერესების დამცველმა, ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ გააკეთა.

ჭკადუას განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებით, ზუგდიდის გამგეობა ვალდებულია საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 118-ე მუხლის თანახმად გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღადგინოს და ამასთან, განაცდური აუნაზღაუროს.

„გამგეობა ვალდებულია აღნიშნული საჯარო მოხელეები ტოლფას სამსახურებზე აღადგინოს. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს შესაბამისი შტატი, მოიძიონ სხვა ტოლფასი თანამდებობა“, - განაცხადა ადვოკატმა.

ჭკადუას ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს მიიღო, თუმცა მათ დადასტურებული გადაწყვეტილება ახლა ჩაბარდათ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ზუგდიდის მერიაში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა