ადვოკატი - გორნაკაშვილის სასამართლო პროცესის ცალკე ჩატარება არ ნიშნავს იმას, რომ ის ბრალს აღიარებს

ადვოკატი გურამ გორნაკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ გორნაკაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ადვოკატმა ირაკლი ბენიამ განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეზე სასამართლო პროცესის ცალკე ჩატარება არ ნიშნავს იმას, რომ გორნაკაშვილი ბრალდებას აღიარებს.

ადვოკატ ირაკლი ბენიას განცხადებით, ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

”რა ჩვენება მისცა გორნაკაშვილმა ამ ჩვენების შინაარსზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ის დაკითხულია რამდენჯერმე, მათ შორის მოწმის სახითაც ვიდრე დააკავებდნენ. მან ასევე ბრალდებულის სახით გამოძიებას ჩვენებაც მისცა, თუმცა რა შინაარსისაა მისი ჩვენება, ამას ვერ მოგახსენებთ”, - განაცხადა ბენიამ.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა სასამართლოზე გარკვეული პოზიციები დააფიქსირა, მათ შორის გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სუს-მა 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს