სპეცოპერაციისას დაკავებული რუსლან ალდამოვის ადვოკატი - თუ ალდამოვის მიმართ გამოყენებული იქნება გირაო, შესაძლებელია, მისი რესურსის გამოყენება გამოძიების ინტერესებისთვის

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეოცპერაციის დროს დაკავებული რუსლან ალდამოვის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არავითარი დანაშაული არ აქვს ჩადენილი, არ არის საშიში პიროვნება და შესაბამისად სასამართლოსგან მოითხოვს, რომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო სასჯელი განესაზღვროს, ალტერნატივის სახით კი გირაოს შესთავაზებს.

როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, ალდამოვს არ ქონდა არავითარი განცდა, რომ მას დააკავებდნენ და შესაბამისად, არც მიმალვა უცდია.

მისივე თქმით, ალდამოვის დაკავება მოხდა სახლში, როდესაც მასთან ერთად ოჯახის წევრები და მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ.

”მას არ ჰქონდა არანაირი მოლოდინი, რომ ჩადენილი აქვს დანაშაული და შესაბამისად უნდა გაიქცეს. ის გაქცევას შეძლებდა და აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ ის არ არის დამნაშავე. არ მიმაჩნია, რომ ალდამოვი მიემალება გამოძიებას და ხელს შეუშლის მას. პირიქით, თუ გამოყენებული იქნება აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, შესაძლებელია, მისი რესურსის გამოყენება გამოძიების ინტერესებისთვის”, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

ადვოკატის თქმით, რუსლან ალდამოვი ბრალს არ აღიარებს. როგორც კუბლაშვილი აღნიშნავს, მისთვის საერთოდ გაურკვეველი იყო თუ რას ედავებოდა გამოძიება.

”როდესაც მე ის მოვინახულე, მითხრა, რომ ვერ ხვდება რა ჩაიდინა. არ აქვს სასჯელის შიში. სხვა დეტალებზე არაფერზე არ გვისაუბრია, მათ შორის არც იმაზე, ქონდა თუ არა რაიმე კავშირი ჩატაევთან”, - განაცხადა კუბლაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო