„ვისოლ ჯგუფმა“ გუდაურში სამოყვარულო „წყვილთა რბოლას“ უმასპინძლა

„ვისოლ ჯგუფმა“ გუდაურში სამოყვარულო წყვილთა რბოლას უმასპინძლა, რომელშიც „ვისოლ ჯგუფის თასის“ მოგებისა და მიმზიდველი პრიზების მისაღებად ოთხივე ამძრავი თვლით აღჭურვილი, 4WD ავტომობილის მძღოლები იბრძოდნენ. ცნობილია, რომ „ვისოლის“ საწვავი არ იყინება ყველაზე მკაცრი ზამთრის პირობებშიც კი, ავტმომსახურების ქსელ „ვიანორის“ ზამთრის საბურავების არჩევანი კი ნებისმიერი ამინდის პირობებში ტოლს არავის უდებს. შესაბამისად, გუდაურში, ძლიერ თოვაში საავტომობილო შეჯიბრის აზარტული მონაწილეები სასურველი პრიზებისთვის თავს არ ზოგავდნენ, მაყურებლებს კი დაუვიწყარი სანახაობა ერგო.

პირველ ადგილზე გასულ მერაბ ქობულიას „ვისოლისგან“ და „ვიანორისგან“ 1000 ლარიანი ვაუჩერი, 150 ლიტრი საწვავი და „ანტიფრიზი“ ერგო. მეორე ადგილზე გასულ შაკო ციხელაშვილს 500 ლარიანი ვაუჩერი, 50 ლიტრი საწვავი და 5 ლიტრი „ტოტალის“ საავტომობილო ზეთი გადაეცა. მესამე ადგილზე გასულ იოსებ ნაზღაიძემ კი 5 ლიტრი „ტოტალის“ საავტომობილო ზეთი და „ანტიფრიზი» მიიღო. რბოლაში მონაწილე ყველა მძღოლს „ვიანორისგან“ „ანტიფროსტი“ გადაეა საჩუქრად.

„ვისოლ ჯგუფის“ თასის გათამაშების მხარდამჭერი იყო ხორცპროდუქტების კომპანია „ვაკე“, რომელიც ყველა მონაწილესა და მაყურებელს გემრიელი „ჰოთ დოგებით“ გაუმასპინძლდა. Gudauri Travel Bar-მა კი თბილი გლინტვეინით იზრუნა მაყურებელთა განწყობაზე. ღონისძიბის პარტნიორი იყო კომპანია ტრანსპორტერი - BRP-ს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, რომელმაც Ski-Doo ბრენდის თოვლმავლების გამოფენას მოაწყობს.

შეჯიბრი ჩატარდა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის (სსსფ) სპორტული კოდექსის შესაბამისად და წყვილთა რბოლის რეგლამენტის მოთხოვნით. ღონისძიებას ცნობილი მრბოლელი მევლუდ მელაძე უძღვებოდა.

(R)

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა