ადვოკატი - ჩოფანაშვილი წარდგენილი ბრალდების შინაარსს არ ეთანხმება, საქმის მასალებით, ჩატაევთან ნაცნობობაც კი არ დასტურდება

ტერორიზმის დახმარებაში ბრალდებული ბადურ ჩოფანაშვილი კატეგორიულად არ ეთანხმება წარდგენილი ბრალდების შინაარსს და უარყოფს რაიმე დანაშაულში მონაწილეობას, - ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა დალი ბარბაქაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დაცვის მხარე იშუამდგომლებს, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ იქნას გამოყენებული, ალტერნატივის სახით კი, შესაძლოა, გირაოც შესთავაზონ.

„ბრალის წარდგენის შემდეგ ბრალდებულის პოზიცია არ შეცვლილა. ის კატეგორიულად უარყოფს მის მიმართ წარდგენილი ბრალდების შინაარსს და მის მონაწილეობას რაიმე დანაშაულის ჩადენაში.

რა მტკიცებულებასაც გავეცანი, მე პირადად ვერ აღმოვაჩინე საქმეში ვერანაირი მტკიცებულება. ვერ აღმოვაჩინე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რაიმე სახით ხელშემწყობი იყო. ის ჩატაევს საერთოდ არ იცნობდა. საერთოდ, ჩატაევთან ნაცნობობაც კი არ დასტურდება საქმის მასალებით”, - განაცხადა ბარბაქაძემ.

რაც შეეხება ერთ-ერთი ბრალდებულის საქმის სასამართლოში ცალკე განხილვას, ადვოკატის თქმით, ბრალდებული ზურაბ გორნაკაშვილი ერთადერთია, რომელიც ბრალდებულის სახით გამოძიებამ დაკითხა.

”მე იმიტომ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას, რომ ბრალდებულად როდესაც კითხავ ადამიანს ასეთი მძიმე დანაშაულზე, ეს იმას ნიშნავს, რომ წინასწარ არის ცნობილი მისი პოზიცია, შესაბამისად, კითხავ ისეთ ადამიანს, ვისგანაც რაღაც ინფორმაციას მოიპოვებ”, - განაცხადა ადვოკატმა დალი ბარბაქაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა