პრემიერი დევნილებს - ეს იქნება თქვენი ერთ-ერთი ბინა - მთავარი საცხოვრებელი, კერა და სახლი იქნება იქ, საიდანაც წამოხვედით

გორში ახალაშენებულ 8 კორპუსში 445 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა. „დღეს არ არის პრემიერ-მინისტრის და პოლიტიკოსების გამოსვლის დღე, დღეს არის თქვენი დღესასწაული. გილოცავთ ყველას დამდეგ შობა-ახალ წელს, გილოცავთ ამ ძალიან დიდ ბედნიერებას. მეც, თითოეულ თქვენგანთან ერთად, ამ ბავშვებთან ერთად, რომელთა ბედნიერ სახეებსაც ვუყურებ, ბედნიერი ვარ. ერთადერთი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ ეს იქნება თქვენი ერთ-ერთი ბინა და მთავარი საცხოვრებელი, კერა და სახლი იქნება იქ, საიდანაც წამოხვედით. ღმერთის შეწევნით, ჩვენი დიდი მეცადინეობით, ყველასი ერთად, ყველანი შევძლებთ, ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ ვიცხოვროთ მშვიდობაში და ამ ბავშვებს ყოველთვის ჰქონდეთ ასეთი მომღიმარი სახეები. გილოცავთ ამ დღესასწაულს და დამდეგ შობა-ახალ წელს!“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დევნილი პედაგოგის, მედეა მაკრახიძის ოჯახს, სამოთახიანი ბინის გასაღები გადასცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა