ადვოკატი სპეცოპერაციის დროს დაკავებულებზე - ამ ადამიანებს რაიმე სახის დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირი არ აქვთ

მე ვფიქრობ, ეს ადამიანები იყვნენ მსხვერპლნი იმისა, რომ მათ არ იცოდნენ და ვერ გააცნობიერეს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თანამზრახველები იყვნენ, - ამის შესახებ ტერორიზმის საქმეზე დაკავებული რუსლან ალდამოვისა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის ან რესურსით უზრუნველყოფაში ბრალდებულები ერთმანეთს იცნობენ, ვინაიდან ისინი პანკისის ხეობაში ცხოვრობენ. თუმცა, კუბლაშვილის თქმით, რაიმე სახის დანაშაულებრივ ჯგუფთან ამ ადამიანებს კავშირი არ აქვთ.

"მე ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ეს ადამიანები იყვნენ იმის მსხვერპლი, რომ მათ არ იცოდნენ და ვერ გააცნობიერეს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თანამზრახველები იყვნენ", - აღნიშნა კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ბრალის წაყენების საკითხზე გარკვეული სადაო თემებია.

"მაჩალიკაშვილს ვიცავ ოჯახის თხოვნით, ვინაიდან გვაქვს ნათესაურინ კავშირი და ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ მე ვარ ოჯახის უფლებადამცველი. უკვე გასულია 48 საათი, რაც გათვალისწინებულია პროცედურულად ბრალის წაყენებაზე. სადაო საკითხია ის, დაიწყება თუ არა დაკავების ათვლა იმ მომენტიდან, როცა მოხდა ლიკვიდაციის მიზნით სროლა და ახლა არის ქმედუუნარო, კერძოდ არის კომაში", - აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა