სპეცოპერაციისას დაკავებული რუსლან ალდამოვის დედა - წარმოდგენა არ მაქვს, რატომ დააკავეს ჩემი შვილი, ის ბრალს არ აღიარებს

წარმოდგენა არ მაქვს რატომ დააკავეს ჩემი შვილი, ბუნებრივია, რომ ბრალს არ აღიარებს, - ამის შესახებ პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსლან ალდამოვის დედამ, დალი ალდამოვამ ჟურნალისტებთან საუბრისას საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

დალი ალდამოვამ კიდე ერთხელ გაიხსენა მისი შვილის დაკავების დეტალები.

”საერთოდ აზრზე არ ვარ რატომ დააკავეს. ჩემი შვილი ოჯახში საქმიანობდა, რემონტს აკეთებდა. თუ რატომ დააკავეს არც მან იცის და ბუნებრივია, ბრალს არ აღიარებს. დაკავების დროს შემოცვივდნენ, კარი შემოამტვრიეს და ბავშვი ისე წაიყვანეს”, - განაცხადა დალი ალდამოვამ.

შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს სუს-მა 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს