ტერორიზმის მხარდაჭერისთვის ბრალდებულების სასამართლო პროცესი შუამდგომლობების განხილვის შემდეგ დახურულ რეჟიმში გრძელდება

ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერასა ან რესურსით უზრუნველყოფაში ბრალდებული სამი პირის სასამართლო პროცესი თავდაპირველად ღია იყო, თუმცა მოგვიანებით დაიხურა.

პროცესს მხოლოდ ბრალდებულების - რუსლან ალდამოვის, ბადურ ჩოფანაშვილის და რამაზ მარგოშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები დაასწრეს.

პროცესი ღია მხოლოდ შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე იყო. მოსამართლემ სხდომა მას შემდეგ დახურა, რაც პროკურატურის შუამდგომლობა, სასამართლო განხილვების დახურულ რეჟიმში წარმართვასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.

როგორც ცნობილია, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთი დაკავებულის, ზურაბ გორნაკაშვილი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე გაიმართა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სუს-მა 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა