გოჩა შონია - წყლის ახალი ტარიფი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ეფექტურად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს

წყლის ახალი ტარიფი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ეფექტურად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრმა გოჩა შონიამ სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, თბილისში საყოფაცხოვრებო სექტორისთვის წყლის ტარიფი გაიზარდა, კომერციულისთვის მცირედით შემცირდა.

„რა თქმა უნდა, კომპანიას ყოველთვის აქვს პრეტენზია, მიიღოს უფრო მეტი, ვიდრე არის აპარატის მიერ წარმოდგენილი. ტარიფები დაანგარიშებული იყო მეთოდოლოგიის საფუძველზე და კომისიამ მიიღო ყველა ის გონივრული ხარჯი, რომელსაც საჭიროდ თვლის იმისთვის, რომ ამ კომპანიამ ეფექტურად განახორციელოს ფუნქციონირება. თქვენ ნახეთ, რომ ტარიფები კომერციულ სექტორში პრაქტიკულად, არ გაზრდილა. დაახლოებით 5 თეთრით გაიზარდა დღგ-ის გარეშე გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის, გაუმრიცხველიანებულისთვის კი - 70 თეთრით“, - განაცხადა შონიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა