მირიან წიკლაური - “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ცვლილებების წინააღმდეგია

ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალი კანონპროექტის მიღება ქვეყანაში ნარკომანიის აფეთქებას და კრიმინალის გაზრდას გამოიწვევს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენელი მირიან წიკლაური აცხადებს.

წიკლაური ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან და ამ მიმართულებით პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

დეპუტატის თქმით, ჯანდაცვის კომიტეტის გუშინდელი სხდომა, სადაც საკითხი პირველი მოსმენით განიხილეს, ისე ჩატარდა, რომ მას “ქართული ოცნების“ წევრთა უმრავლესობა არ დასწრებია და კვორუმი “ნაციონალური მოძრაობის“ დახმარებით შეავსეს.

“ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც ინიცირებულია პარლამენტში, საქართველოში ნარკომანიის აფეთქებას გამოიწვევს. კანონპროექტის წარმოდგენილი ვარიანტი არ არის შეთანხმებული საპარლამენტო უმრავლესობასთან, არც კონსულტაციები გაგვივლია და სათანადო აზრიც არ არის ჩამოყალიბებული. ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხები არ არსებობს. პირადად მიმაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტის რეალობად ქცევა ქვეყანაში ნარკომანიის აფეთქებას და კრიმინალის გაზრდას გამოიწვევს. აღნიშნულის საწაინააღმდეგოში კანონპროექტის ავტორებმა ამ დრომდე ვერ დამარწმუნეს. მათი არგუმენტები მე წონადად არ მიმაჩნია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც წარმოდგენილი კანონპროექტი განიხილებოდა, “ქართული ოცნების“ უმრავლესობა პროტესტის ნიშნად არ შევედით, თუმცა ითანამშრომლეს “ნაციონალურ მოძრაობასთან“, პარლამენტში მოიყვანეს სასწრაფო წესით და 3-საათის დაგვიანებით კვორუმი შეადგინეს. კომიტეტის სხდომაზე ჩვენი არშესვლის მიზეზი კი ის გახდა, რომ საკითხი უმრავლესობასთან შეთანხმებული არ ყოფილა. უფრო მეტიც, ჩემი ინფორმაციით, გუნდის უმრავლესობა წარმოადგენილი ვარიანტის წინააღმდეგია“, - აცხადებს მირიან წიკლაური.

“სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ პროექტის და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივის ინიციატორები არიან დეპუტატები: აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე და სოფიო ქაცარავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო