თამარ ჩუგოშვილი რატიანის საქმეზე - სასამართლომ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, პროკურატურა კი გამოიძიებს სამართალდამცავთა მხრიდან თუ იყო დარღვევა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს. მისი თქმით, სამართალდარღვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს, მეორეს მხრივ, პროკურატურა დაადგენს იყო თუ არა გადაცდომა სამართალდამცველთა მხრიდან.

„ამ საქმესთან დაკავშირებით, მე რამდენადაც ვიცი, საქართველოს პროკურატურაც იძიებს, იყო თუ არა სამართალდამცავების მხრიდან რაიმე გადაცდომა, შესაბამისი პასუხისმგებლობაც დადგება, თუმცა ზოგადად, სამართალდაღვევასთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, ვინ არის სამართალდამრღვევი, შესაბამისი სამართლებრივი შედეგები დგება. სხვადასხვა სახის მტკიცებულებებია, მათ შორის ეს ვიდეო ჩანაწერი არის სასამართლოზე წარდგენილი. შესაბამისად, ერთი მხრივ სასამართლომ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ხოლო პროკურატურა გამოიძიებს თუ კი სამართალდამცავთა მხრიდან იყო რაიმე დარღვევა”, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს