ბექა ოდიშარია - ახალი გარემოებები, რომელიც სუს-მა გაასაჯაროვა, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ტერაქტები დაგეგმვის ეტაპზე იქნა აღკვეთილი

საზოგადოებამ მეტი ნდობა უნდა გამოავლინოს იმ სტრუქტურების მიმართ, რომელთა დამსახურებაცაა მშვიდობიანი გარემო, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომპლექსური გამოძიების შედეგად გაასაჯაროვა, უკვე გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ტერორისტული აქტები დაგეგმვის ეტაპზე იქნა აღკვეთილი. რომ არა სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია და ჩვენი სპეცსამსახურების თავდადება, მოვლენები ძალიან სახიფათო სცენარით განვითარდებოდა. საზოგადოებამ მეტი ნდობა უნდა გამოავლინოს იმ სტრუქტურების მიმართ რომელთა ირიბი და ხშირად პირდაპირი დამსახურებაცაა ის მშვიდობიანი გარემო რომლითაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის აღიარებით გამოირჩევა საქართველო. ტერორიზმი ეს თანამედროვე სამყაროს უდიდესი გამოწვევაა და მას არ აქვს, არც ეროვნება არც რელიგია და არც კონკრეტული მისამართი. ყოველი სისუსტე, რომელსაც გამოამჟღავნებს სპეცსტრუქტურა და მითუმეტეს საზოგადოება, ეს არის ახალი შესაძლებლობა და ნოყიერი ნიადაგი ტერორიზმის ახალი კერების გაჩენისათვის. ასე, რომ ვფიქრობ, მეტი თავდაჭერილობა და ანალიზი გვმართებს ვიდრე მწვავე განცხადებებს გავაკეთებთ“, - განაცხადა ოდიშარიამ.

ბექა ოდიშარიას კომენტარს „ქართლი ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს