მთავარ პროკურატურაში პატარებისთვის საახალწლო ზეიმი გაიმართა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში პატარებისთვის საახალწლო ზეიმი გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, ღონისძიებას პროკურატურის თანამშრომლების შვილები და სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები ესწრებოდნენ. მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.

პატარებისთვის წარმოდგენილ გასართობ პროგრამაში ზღაპრის გმირებთან ერთად ბავშვებიც მონაწილეობდნენ. პატარა სტუმრებისთვის სპეციალური საცირკო სანახაობაც მოეწყო. დასასრულს, თოვლის ბაბუამ ბავშვებს დამდეგი 2018 წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა, შემდეგ კი ყველამ ერთად სპეციალურად მოწყობილ საახალწლო კუთხესთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა