პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი, შესაძლოა, თბილისში გადმოიყვანონ

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდა, შესაძლოა, თბილისში გადმოიყვანონ. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, თემირლან მაჩალიკაშვილის დედაქალაქში გადაყვანის საკითხი დღის ბოლომდე გადაწყდება, რადგან თელავის რეფერალურ საავდმყოფოში მედიკოსებს ელოდებიან, რის შემდეგაც შეფასდება პაციენტის მდგომარეობა და გადაწყდება, მოხდება თუ არა მისი თბილისში გადმოყვანა.

თემირლან მაჩალიკაშვილს თელავის რეფერალურ საადმყოფოში ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მესამე დღეა მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას ქალა - ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა