სანტები თბილისის ათივე რაიონში მოსახლეობას ტკბილეულს დაურიგებენ

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, პეკინის ქუჩის ველობილიკიდან სტარტი აიღო პროექტმა „ველო სანტები“, რომელიც 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, სანტები დედაქალაქის მასშტაბით, ათივე რაიონში გადაადგილდებიან, თბილისის მერიის სახელით მოსახლეობას ტკბილეულს დაურიგებენ, დამდეგ შობა-ახალ წელს მიულოცავენ და საახალწლო განწყობას შეუქმნიან.

პროექტის პირველ დღეს სანტებმა ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ნაძალადევის რაიონები მოიცვეს, 29 დეკემბერს კი, სანტები გლდანი-ნაძალადევის რაიონში გადაადგილდებიან. 30 დეკემბერს, პროექტი ისანი-სამგორის რაიონში, ხოლო 31 დეკემბერს, პროექტი კრწანისის რაიონში განხორციელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა