კომპანია „რუსთავის წყლის“ მრიცხველის არმქონე მოსახლეობას და კომერციულ სექტორს წყლის ტარიფი უძვირდება

კომპანია „რუსთავის წყლის“ მრიცხველის არმქონე მოსახლეობას და კომერციულ სექტორს წყლის ტარიფი უძვირდება. გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის წყლის ტარიფი უცვლელი რჩება. უფრო კონკრეტულად კი მრიცხველის არმქონე აბონენტებისთვის წყლის ტარიფი დაახლოებით, 8 თეთრით იზრდება.

რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სექტორს, ამ შემთხვევაში წყლის სამომხმარებლო ტარიფი 1მ3-ზე დაახლოებით, 43 თეთრით იზრდება.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი იქნება უცვლელი 1მ3-ზე 0.405 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) 1 სულზე 2.281 ლარი, არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1მ3-ზე 3.644 ლარი.

დადგენილი ტარიფები ძალაში 1-ლი იანვირდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება.

"რუსთავის წყალი”, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან” და ,,მცხეთის წყალთან” ერთად, ერთი საინვესტიციო ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებას უწევს 49 932 აბონენტს ქ. რუსთავში, 4 713 აბონენტს გარდაბანში, 62 აბონენტს მარნეულში, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიაზაციებსა და კომერციულ ობიექტებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა